Home Home Home Home Home Home Contact Order
Geo / Eng   
Home Home Gallery
 
კვლევა
ისტორი
სტრუქტურა
პერსონალი
სამეცნიერო მიმართულებები

ზოოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კავკასიის, განსაკუთრებით საქართველოს, ფაუნის შესწავლა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია.

ინსტიტუტის სამეცნიერო პროგრამა აგებულია ეკოლოგიის, ცხოველთა ბიოლოგიისა და გავრცელების, ტაქსონომიის, პარაზიტოლოგიის, ჰიდრობიოლოგიის პრობლემების შესწავლაზე.

შესასწავლი ცხოველების სპექტრი ფართოა და მასში შედიან: ხერხემლიანები (ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები), მწერების ზოგიერთ ჯგუფი, ტკიპები, მოლუსკები, მრგვალი და რგოლოვანი ჭიები. ამჟამად ინსტიტუტის კვლევითი ინტერესების სფეროს შეადგენს:
  • კავკასიის ზოოგეოგრაფია და ფაუნის ჩამოყალიბება;
  • სახეობათა ფორმირება და ევოლუციის პროცესი.
  • ცხოველთა ეკოლოგია და ეთოლოგია;
  • ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია.
გარდა ამისა, გამოყენებითი ზოოლოგიის განხრით მიმდინარეობს:
  • საქართველოს ცხოველთა ბიომრავალფეროვნების კადასტრი;
  • ზოგიერთი გადაშენების პირას მყოფი სახეობის (მაგ. ხელფრთიანების, მტაცებელი ფრინველების და ა. შ.) კონსერვაციასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა.
ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია მის ძირითად გამოცემაში "ზოოლოგიის ინსტიტუტის შრომები" (დაიბეჭდა 22 ტომი). გარდა ამისა, გამოიცა შემდეგი კრებულები: "მასალები საქართველოს ფაუნისათვის", "პარაზიტოლოგიური კრებული", "საქართველოს შიდა წყალსატევების ჰიდრობიოლოგია და იხტიოლოგია", "ცხოველთა ონტოგენეზური განვითარება" და სხვა. ასევე აღსანიშნავია მრავალი მონოგრაფია და სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნაშრომი.

ამჟამად ზოოლოგიის ინსტიტუტი შედგება 7 სამეცნიერო ლაბორატორიისა და სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილებისგან. გარდა ძირითადი დაწესებულებისა, რომელიც თბილისში მდებარეობს, ინსტიტუტს გააჩნია:
  • ჰიდრობიოლოგიური სადგური თბილისის ზღვაზე;
  • ბიოლოგიური სადგურები დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი);
  • ბორჯომის რაიონში (ახალდაბა);
  • მცხეთის რაიონში (ხეკორძი).
ფაუნისტური
სიები
საქართველოს ზოოლოგები

ზოოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულია მრავალი ათეული ფაუნისტური სია, რომელიც 3000 ზე მეტ სახეობას მოიცავს. განვაგრძოთ კითხვა ...

 

ზოოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება მუშაობს ელექტრონული ბაზის შექმნაზე სათაურით "საქართველოს ზოოლოგები". განვაგრძოთ კითხვა ...
 
ელექტრონული ჟურნალი  
2009 წლიდან ზოოლოგიის ინსტიტუტი იწყებს ელექტრონული ჟურნალის "Georgian Journal of Zoology" გამოშვებას.  
 
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი
0179 ქ. თბილისი ჭავჭავაძის პრ. 31.
ტელ: +995 32 223 353
ფაქსი: +995 32 917 192
e-mail: izoo@caucasus.net
© 2006-2009 ზოოლოგიის ინსტიტუტი